შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ შორის ვანო მერაბიშვილი და დიმიტრი შაშკინი რუსთავის საარჩევნო უბნებზე სიტუაციის არევას ცდილობენ

შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ შორის ვანო მერაბიშვილი და დიმიტრი შაშკინი რუსთავის საარჩევნო უბნებზე სიტუაციის არევას ცდილობენ

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები - ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, ლევან ხაბეიშვილი რუსთავის საარჩევნო უბნებზე დადიან და პროვოკაციებს აწყობენ.

„რუსთავის #2, #3, #7, #9, #16, #17, #28, #39, #67 უბნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების პროცესის ჩაშლას ცდილობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები - ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, ლევან ხაბეიშვილი და სხვები უბნებზე დადიან, პროვოკაციებს აწყობენ და სიტუაციის არევას ცდილობენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.