,,ჯერ კიდევ შარშან, საფრანგეთში განლაგებულ Ipsos-ის სათავო ოფისს თავის მართლება მოუწია, უკრაინაში საკუთარი წარმომადგენლობის მიერ - საქართველოში ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევების საეჭვო და რეალობას აცდენილი შედეგების გამო.’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია ,,მთავარი’’ -ს და Ipsos -ის შორის მომხდარ სკანდალს. ნიკა გვარამიას ბრალდების შემდეგ, Ipsos-ის აღმასრულებელი დირექტორმა ბენ პეიჯმა „ტვიტერზე“ გვარამიას ბრალდებას უპასუხა და მან, „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის განცხადებას, სადაც გვარამიამ მარკეზი კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა, „სრულ ნონსენსი და ნაგავი“ უწოდა.
,,ჯერ კიდევ შარშან, საფრანგეთში განლაგებულ Ipsos-ის სათავო ოფისს თავის მართლება მოუწია, უკრაინაში საკუთარი წარმომადგენლობის მიერ (რომლის სახელმძღვანელო რგოლს ძირითადად რუსეთის მოქალაქეები წარმოადგენენ) საქართველოში ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევების საეჭვო და რეალობას აცდენილი შედეგების გამო. წელს კი, ამ მკვლევარ-ორგანიზაციას არჩევანი უნდა გაეკეთებინა Ipsos-ის კორპორაციული რეპუტაციისა და პრესტიჟის დაცვასა და პოლიტიკური თაღლითების ბინძურ თამაშებში მონაწილეობის მიღების გაგრძელებას შორის. ამჯერად, თაღლითები დამარცხდნენ და Ipsos-ის მისამართით - ცრუ ბრალდებამ, მუქარამ, შანტაჟმა და შეურაცხყოფამაც არ დააყოვნა. ამ ყველაფერს ვეღარ შეეგუა Ipsos-ის აღმასრულებელი დირექტორი ბენ პეიჯი, რომელმაც „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის განცხადებას (რომლითაც მან Ipsos-ის წარმომადგენელი კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა) - „სრული ნონსენსი და ნაგავი“ უწოდა. ამრიგად, ნაგავთან მორიგი თანამშრომლობა დასრულებულია. ნაგავი ნელ-ნელა თვითიზოლაციაში ექცევა თავის სანაგვეში და იმ კორპორაციების "შავ სიას" დაამშვენებს, რომლებთან თანამშრომლობა - სირცხვილი და დანაშაულია.’’ - წერს facebook - ზე დავით ქართველიშვილი.