შალვა რამიშვილი: თინა ხიდაშელი დედაჩემს ეუბნება, რომ ძალიან იმედგაცრუებულია, რომ დედამ არ შემოხაზა 5-იანი

შალვა რამიშვილი: თინა ხიდაშელი დედაჩემს ეუბნება, რომ ძალიან იმედგაცრუებულია, რომ დედამ არ შემოხაზა 5-იანი

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში განმარტავს, რატომ არ მისცა დედამისმა „ნაციონალურ მოძრაობა“ ხმა და რატომ არ უნდა გაუკვირდეს ეს არავის.

„თინა ხიდაშელი დედაჩემს ეუბნება, რომ ძალიან იმედგაცრუებულია, რომ დედამ არ შემოხაზა 5 – იანი, ანუ არ შემოხაზა შვილის ციხეში დამჭერი მანიაკი და შემოხაზა კაცი, რომელიც გარდა ბევრი გაკეთებული კარგი საქმისა, პირადადაც დაეხმარა მას და გადაარჩინა (“სვეტის” მენაშენე გახლდათ დედაჩემი, სხვა ბევრ თანამოქალაქესთან ერთად).

ძალიან სამართლიანია, რომ რესპები ელექტორალურ პარაშაში აღმოჩნდებიან მიშასთან ერთად“! 

Katana . სულ მაინტერესებს, თავის დროზე, ვინ გაუვრცელა ჭორი რესპებს, ძალიან ჭკვიანები არიანო?
რაზე შეატყვეს, რა ქნეს ჭკვიანური?
ან ბიძინას ვინ ურჩია, მოხვალ თუ არა ხელისუფლებაში, ყველა საკვანძო თანამდებობა მაგათ ჩააბარეო?!. (მით უფრო, რომ ლევან ბერძენიშვილი მწარე ქილიკით შეხვდა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას!).
მოყვარე ასეთ რამეს არ გირჩევს!..
?
3 წლის უკან