„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ „ლილთან“ მატჩში ლიონელ მესის შეცვლაზე კომენტარი გააკეთა. როგორც არგენტინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს იძულებითი შეცვლა და იყო და იმედოვნებს, რომ ტრავმა სერიოზული არ იქნება.
„მესი ტრავმის გამო შევცვალე. უნდა დაველოდოთ ახალ ამბებს, თამაშის გაგრძელება არ შეეძლო. იმედი მაქვს, რომ სერიოზული არაფერია და მომავალ მატჩშიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას“, - თქვა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „ლილთან“ მეორე ტაიმი არ უთამაშია და მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა, მაგრამ მარკინიოსისა და ანხელ დი მარიას გოლებით გამარჯვება მოახერხა.
არგენტინელ ფეხბურთელს საფრანგეთის ლიგა 1-ში სადებიუტო გოლი ჯერ კიდევ არ გაუტანია, ჩემპიონთა ლიგაზე კი თავი სამჯერ გამოიჩინა.