ყატარულმა „ალ-სადმა“ ჩავისთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათვაქმია, რომ ესპანელ მწვრთნელს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და გუნდის უახლოეს მიზნებზეა ორიენტირებული.
„იმის საპასუხოდ, რაც ბოლო დროს გავრცელდა, „ალ-სადის“ ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ ჩავის კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი აქვს და მთლიანად კონცენტრირებულია გუნდის მომავალ მატჩებზე. მიზანი ლიგაში ლიდერობის შენარჩუნება და ტიტულის დაცვაა“, - წერს ყატარული კლუბი ტვიტერში.
შეგახსენებთ, რომ ჩავის „ალ-სადთან“ ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ესპანური მედია იტყობინება, რომ 41 წლის სპეციალისტი „ბარსელონას“ უახლოეს დღეებში ჩაიბარებს და ყატარულ კლუბს წასვლაზე უკვე შეუთანხმდა. თუმცა, „ალ-სადმა“ ეს ჭორები არ დაადასტურა.
იქამდე, სანამ „ბარსელონა“ მთავარ მწვრთნელს მოძებნის, დროებით სერხი ბარხუანი უხელმძღვანელებს, რომლის თავკაცობით ლა ლიგის მე-12 ტურში „ალავესს“ დაუპირისპირდება.