ირაკლი ღარიბაშვილი: ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დამნაშავე სააკაშვილი ქურდულად შემოიპარებოდა ერთადერთი მიზნით, რომ ამ ქვეყანაში მოეწყო არეულობა და რევოლუცია

ირაკლი ღარიბაშვილი: ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დამნაშავე სააკაშვილი ქურდულად შემოიპარებოდა ერთადერთი მიზნით, რომ ამ ქვეყანაში მოეწყო არეულობა და რევოლუცია

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დამნაშავე სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას 9 წელი მართავდა, ქურდულად, მალულად შემოიპარებოდა ერთადერთი მიზნით, რომ ამ ქვეყანაში მოეწყო არეულობა და რევოლუცია - ეს მოხდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე დგას.

„ამ ადამიანებს არავითარი ზღვარი, ლიმიტი არ გააჩნიათ. მათ გეგმებში შედიოდა მკვლელობებიც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ჩვენმა სამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ როგორც პირველ ოქტომბერს, ასევე გუშინ მოახდინეს პრევენცია და აღკვეთეს შესაძლო დანაშაული. ჩვენთვის, ყველასთვის ცნობილია მათი დესტრუქციული ბუნება, ის, რომ გეგმავენ და გეგმავდნენ არეულობებს, სახელმწიფო იმისთვის არის სახელმწიფო, რომ მოახდინოს ამის პრევენცია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.