პოლიციამ ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია დააკავა. გამოძიება მას იარაღის უკანონო ტარებას ედავება.
ამირან ჯანაშია 2009-2012 წლებში ზუგდიდის ციხის უფროსი იყო. ამირან ჯანაშია გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით, რაც პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.
საქმეზე, რომლის გამოც ჯანაშია პასუხისგებაში იყო მიცემული, ათობით პირია დაზარალებულად ცნობილი