გია გაბრიჭიძე: თქვენ, რომელიც ხართ ხიდი მოკვდავისა უფალთან, ამბობთ, რომ რადგან სააკაშვილზეა „საერთაშორისო ყურადღება“ „არაჩვეულებრივი პატიმარია?“

გია გაბრიჭიძე: თქვენ, რომელიც ხართ ხიდი მოკვდავისა უფალთან, ამბობთ, რომ რადგან სააკაშვილზეა „საერთაშორისო ყურადღება“ „არაჩვეულებრივი პატიმარია?“

ექსპერტი გია გაბრიჭიძე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის განცხადებას ეხმიანება , სადაც იგი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არა ჩვეულებრივი, არამედ არაჩვეულებრივი პატიმარია და მას ახალგაზრდა პრეზიდენტის გლოვის სურვილი არ აქვს.

"ძალიან დიდი ბოდიშს ვიხდი მრევლთან,იმ ხალხთან ვინც ეკლესიურად ცხოვრობს,მაგრამ სამწუხაროდ მეუფეს ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე შეკითხვა გამჩნდა.

მეუფე ამბობს, რომ - ხშირად გვესმის საუბარი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, ვიტყვი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და უნდა იყოს კიდეც თანასწორი. მაგრამ ის საუბარი, რომ ჩვეულებრივი პატიმარია, ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ ხომ საერთაშორისო ყურადღება არ არის მოპყრობილი, ესე იგი არაჩვეულებრივი პატიმარია.
უკაცრავად, მაგრამ თქვენ, მეუფერომელიც ხართ ხიდი მოკვდავისა უფალთან (ყოველშემთხვევაში ასე უნდა იყოს),ამბობთ,რომ რადგან სააკაშვილზე არის "საერთაშორისო ყურადღება",ის "არაჩვეულებრივი პატიმარია?".

და თქვენ,მეუფე ანსხვავებთ ავტოავარიის შედეგად დაკავებულ ადამიანს 320-ესაკნის ბინადართან? 

მეუფეო, თავს უფლრბას მივცემ და შეგახსენოთ გრიგოლ ხანძთელის დამოკიდებულება აშოტ კუროპალატთან,რომელიც თქვენი "არაჩვეულებრივი პატიმრისგან"განსხვავებით ეკლესია-მონასტრებს კი არ ანგრევდა - აშენებდა.

რომელიც სამშობლოს მიწებს კი არ ჰყიდდა - წართმეულის დაბრუნებისთვის იბრძოდა.
და აშოტ კუროპალატი "დასავლეთშიც"აღიარებული იყო.მას მაშინდელი ევროპის უმაღლესი წოდება - კუროპალატი ჰქონდა.

შენდობას გთხოვთ მამაო ამ მომართვისთვის, მაგრამ წმინდა გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი უფრო ძვირფასია, ვიდრე თქვენი".