„ნაცმოძრაობა“ დღეს ვეღარ აყალბებს არჩევნებს, რადგან ხელისუფლებაში ვეღარ არიან, მაგრამ აყალბებენ კვლევებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„ფაქტია და ჩვენ ამას ვამბობდით 2012 წლიდან მოყოლებული, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი კვლევები ყოველთვის აცდენილია რეალობას. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად და თითქმის ყველა კვლევის უკან საველე სამუშაოების დროს დგას „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ორგანიზაცია. გუშინ ეს ფაქტი გაცხადდა, საჯაროდ გაეპარათ ნივთმტკიცება. სინამდვილეში, მათ ყველა ქალაქის მონაცემები აქვთ გაყალბებული, უბრალოდ ზუგდიდი ჩარჩათ. ამან ნათელი მოჰფინა იმას, როგორ აცხადებს გვარამია ამ შედეგებს. დღეს ვეღარ აყალბებენ არჩევნებს, რადგან ხელისუფლებაში ვეღარ არიან, მაგრამ აყალბებენ კვლევებს“, - აცხადებს დავითულიანი.