შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ხვალ „ქართული ოცნება“ 20-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ ხვალინდელ არჩევნებს წააგებს.
„სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა ოპონენტებმა ის შედეგები იციან, რაც ამ არჩევნებზეა მოსალოდნელი, სასწრაფოდ გამოაქვეყნეს კვლევები. Ipsos-ის კვლევების მონაცემების მიხედვით, კვლევა ჩატარდა 24-27 ოქტომბერს, იცით რომ 27-ში ჩვენ გვქონდა შემაჯამებელი შეკრება და როგორც ჩანს, იფიქრეს, რომ გადაეფარათ ეს თემა და უცებ შეთხზეს რიცხვები იმისთვის, რომ საკუთარი ამომრჩევლების მოტივაცია მოეხდინათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ Ipsos-ის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით, ზუგდიდში მამუკა წოწერია იმარჯვებს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ კი, არასწორი მონაცემები გაავრცელა.