„მანჩესტერ იუნაიტედს“ რთული პერიოდი აქვს და ოლე გუნარ სულშერს გათავისუფლება ემუქრება.
ბრიტანული მედია წერს, რომ კრიშტიანუ რონალდუ მძიმე პერიოდში გუნდის გაერთიანებას ცდილობს და თანაგუნდელებს ნორვეგიელი სპეციალისტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. Manchester Evening News-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა თანაგუნდელებს მიმართა, რომ მწვრთნელისთვის იბრძოლონ, მიუხედავად იმისა, რომ სულშერის ტაქტიკა მათთვის მოსაწონი არ არის.
ბრიტანული მედია იმასაც იტყობინება, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ნორვეგიელ სპეციალისტს სიტუაციის გამოსასწორებლად უახლოესი სამი მატჩი მისცა.
შეგახსენებთ, „მანჩესტერი“ პრემიერლიგაში 9 ტურის შემდეგ 14 ქულით მეშვიდე ადგილზეა.