პირლომ შესაძლოა სერია A-ს კლუბი ჩაიბაროს

პირლომ შესაძლოა სერია A-ს კლუბი ჩაიბაროს

იტალიის სერია A-ს ბინადარი „ჯენოა“ შესაძლოა ანდრეა პირლომ ჩაიბაროს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, გენუური კლუბიდან ახლანდელი მთავარი მწვრთნელის, დავიდე ბალარდინის გათავისუფლება იგეგმება.

პირლო კი მისი შეცვლის ერთ-ერთი რეალური ვარიანტია. 41 წლის სპეციალისტი, რომელსაც სამწვრთნელო ასპარეზზე ერთი სეზონი აქვს ნამუშევარი ზაფხულიდან მოყოლებული უგუნდოდაა. ანდრეამ გასულ სეზონში „იუვენტუსს“ უხელმძღვანელა და ორი ტიტული მოიგო - იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი.

„ჯენოას“ პირლოს გარდა, ჯენარო გატუზო და რობერტო დონადონიც დაუკავშირეს, რომლებიც ასევე უმუშევრები არიან.

იტალიურმა კლუბმა სეზონი წარუმატებლად დაიწყო და 10 ტურის თავზე 7 ქულით გასავარდნ ზონაშია.