როცა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაქვს საქმე, ექსცესებს ყოველთვის უნდა ელოდო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებში საკმაოდ გაწაფულია. არაერთი კადრია, როდესაც ისინი არღვევენ, ძალადობენ, ცდილობენ ძალადობა გამოიწვიონ და მოახდინონ შეტაკების პროვოცირება. გამარჯვებისთვის სხვა რესურსი ამ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება.