საბრალონი

საბრალონი

იმის მიუხედაავად, რომ ენმ და მათი ლიდერი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდ საერთო შერიგებაზე საუბრობს, ნიკა გვარამია და მიშა მშვილდაძე 27 ოქტომბერს  ქუჩაში გამოსულმა ასი ათასამდე ადამიანმა ისე გააღიზიანა, სოციალურ ქსელში უბინძურესი ეპითეტებით შეამკეს. მათი რეალური სახე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ვერც მმართველობის 9 წელი გაიაზრეს და ვერც იმას მიხვდნენ, საზოგადოებამ უარი რატომ უთხრა. რეალურად, სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილი დანაშაულების გამო, მათ ბოდიში არც არასდროს მოუხდიათ, ხოლო გვარამიას და მშვილდაძის აგრესიამ ნათლად აჩვენა, რომ ისინი არათუ შეიცვალნენ, არამედ შურისძიების წყურვილი ამოძრავებთ და ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში მათი ანგარიშსწორება კიდევ უფრო მძიმე ფორმებს მიიღებს.

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, როდესაც რუსთაველზე შეკრებილი „ოცნების“ უამრავი მხარდამჭერი დაინახა მათ ჯერ „ბიომასა“ უწოდა, რაც (ბიოლოგიური წარმოშობის ორგანულ მასალას ნიშნავს. არაწიაღისეული მასალა ქიმიური ენერგიის შემცველობით. ბიომასას ტყეების და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების სახეობებისგან იღებენ) შემდეგ კი დაწერა: „საჯარო მოხელეების მასობრივი თვითმკვლელობა თავისუფლების მოედანზე... მილიონი გულანთებული საჯარო მოხელე და გაუპატიურებული 26 ათასი ვაჟკაცი, ყველა გაფართოებულ თავისუფლების მოედანზე. დიდება!“.

გვარამიას ამ სტატუსებს იუმორისტის და ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენლის მიშა მშვილდაძის სატატუსი წამოეწია, სადაც ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაში მონაწილეებს პირდაპირ დედას აგინებს.

„თავიდან ვიფიქრე, რამე თბილს დავწერ-მეთქი დღეს შეკრებილ ხალხზე, წიპა - გაჭირვება, შიში, მოძალადე სისტემა, მაინც ერთი ხალხი ვართ, საქართველოს ნაკრები რომ თამაშობს, ყველა ერთად ვგულშემატკივრობთ და ეგეთებს და მერე ვიფიქრე რო #ერთიმაგათიდედაც***“.

გვარამიას განცხადებებს „ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს არის სასოწარკვეთილი ადამიანების ქცევა, რომლებიც საკუთარ მოსახლეობას ბიომასას უწოდებენ.

„თქვენმა ლიდერმა გუშინ ბიომასა უწოდა იქ შეკრებილ ადამიანებს, ასი ათასზე მეტ ადამიანს. თქვენი ერთი ბელადი არის ციხეში, მეორე ბელადი არის თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელი. ყველამ ვიცით, რომ „ნაცმოძრაობაში“ მეორე კაცია გვარამია. როდესაც ის ბიომასას უწოდებს ამდენ ადამიანს, ეს არის სასოწარკვეთილების გამოხატულება. ამას თქვენ აგრძელებთ სიცრუის ტირაჟირებით“, - თქვა კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი for.ge-სთან ამბობს, რომ ეს არის ენმ-ის რეალური სახე, რომელიც, როგორც არ უნდა დამალონ, მაინც არ იფარება. ამის ნათელი გამოვლინება გვარამიას და მშვილდაძის აღვირახსნილი განცხადებები იყო.

„რაც არ უნდა ისაუბრონ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში არანაირი რევანში არ იქნება, ტყუილია. ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც ხედავენ, რომ მეორე მხარეს ბევრად მეტი ადამიანი დგას და მათი მარცხი გარდაუვალია, ნერვები ღალატობთ. რაც 27 ოქტომბერს მათ განცხადებებში წავიკითხეთ, ეს არის დეგრადირებული და ზღვარგადასული ადამიანების სახე, რომელთაც შაბათს არჩევნებზე ქართველი ხალხი განაჩენს საბოლოოდ გამოუტანს“, - ამბობს მეტრეველი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ენმ-ის მხრიდან რადიკალური განცხადებების გაკეთება და რევანშის დაუოკებელი სურვილი „ოცნებას“ კიდევ უფრო მეტ შანს აძლევს, რომ 30 ოქტომბერს დამაჯერებლად გაიმარჯვოს. ამით ჩამოუყალიბებელ და ე.წ. შუაშისტ ამომრჩეველს ენმ ბიძგს თავადვე აძლევს, რომ არჩევანი ხელისუფლების სასარგებლოდ გააკეთოს.

„ოცნებამ“ ენმ-ის წარსულზე სულ რომ არაფერი ისაუბროს, ეს განცხადებები ქართველ ამომრჩეველს ნაციონალების სახეს კიდევ ერთხელ აჩვენებს - განსაკუთრებით იმ ამომრჩეველს, რომელსაც გადაწყვეტილი საბოლოოდ არა აქვს, ხმა ვის მისცეს. ყველა კარგად იაზრებს, რომ ენმ-ის უკან ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა ბევრად უარესი იყოს, ვიდრე ადრე. ეს ადამიანები ფარისევლურ განცხადებებს აკეთებენ და ამას ხალხი კარგად ხვდება. სააკაშვილის ე.წ. დიდი შერიგება სულ რამდენიმე წუთში გაქრა, როცა თავისუფლებაზე ამდენი ხალხი დაინახეს. მაშინვე ანგარიშსწორების დაუოკებელი სურვილი გაუჩნდათ. რეალურად, ეს ადამიანები თუკი ისევ უკან, ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, ქართველ ხალხზე ძალიან დიდ შურისძიებას გეგმავენ. რაც უფორ მეტად ბინძურ განცხადებებს გააკეთებენ, მით უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდებიან“, - აღნიშნავს მეტრეველი for.ge-სთან.

რესპონდენტი ამბობს, რომ მოსახლეობა კარგად ხედავს რეალურად ოპოზიციის არანაირი კოალიცია არ იქმნება და ეს ისევ ამომრჩევლის მოსატყუებლად კეთდება. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე სხვა ოპოზიციურ ფლანგს არ წარმოადგენენ, რადგან ისინი ენმ-ის წიაღიდან წამოსული პოლიტიკოსები არინ, რომლებიც ისევ უკან დაბრუნდნენ. გიგა ბოკერია და გიგი უგულავა რომ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მთავარი არქიტექტორები იყვნენ, ეს ქართველ ხალხს არ დავიწყებია. ხოლო, მამუკა ხაზარაძე, რომელიც ვითომ მესამე ძალას წარმოადგენს, იმ რეჟიმის დროს, ამ ადამიანებთან ერთად ხალხს ძარცვავდა და ატერორებდა. ამიტომ ილუზიაა, რომ რაღაცა კოალიცია არსებობს და ვინმეს შერიგება უნდა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ენმ-ის მხრიდან შეურაცხყოფა და ტოქსიკური რიტორიკა ახალი არ არის, მაგრამ მათი მდგომარეობა მაშინ მძიმდება, როდესაც ხედავენ, რომ წაგება გარდაუვალია. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ თავისუფლების მოედანზე გამოსულმა ხალხმა მათ კიდევ ერთხელ დაანახა, რომ წაგება გარდაუვალია. ამიტომ საკუთარი სახის დამალვას აზრი არ ჰქონდა და რეაქციამაც არ დააყოვნა.

„თავისუფლებაზე სამოქალაქო აქცია იმის მკაფიო დემონსტრირება იყო, რომ საქართველოს საზოგადოება ჯალათების პარტიის ხელისუფლებაში მობრუნების წინააღმდეგია. ამასთანავე, მკვეთრი გზავნილები იყო, როგორც პრემიერისგან, ასევე „ოცნების“ სხვა წვერებისგან, რომ საქართველო ევროატლანტიკურ კურსს მყარად მიჰყვება და სააკაშვილის მხარდამჭერი ცალკეული ევროპარლამენტარები ვერაფრით შეაფერხებენ. გვარამიას და მშვილდაძის მხრიდან გაკეთებული განცხადებები სასოწარკვეთილი ადამიანების ბოლო გაფართხალებას ჰგავს. აქციაზე დაინახეს ასევე ბევრი ახალგაზრდა და ნერვები ვეღარ მოთოკეს. ეს კი, ისევ და ისევ, „ოცნების“ გამარჯვებას ხელს შეუწყობს. კარგია, რომ ხალხს საკუთარ სახეს და ვინაობას ახსენებენ ხოლმე“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

რესპონდენტი ამბობს, რომ 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის პარტიამ და მისმა დამქაშებმა ვერაფრით შეიგნეს, რომ საკუთარი ხალხი და ამომრჩეველი არ უნდა ლანძღონ. ვერ მიხვდნენ, რომ ხალხი მათთან არანაირ ვალში არ არის და ენმ-ის ხელისუფლებაში დაბრუნება მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შეუძლია. ეს უმრავლესობა კი თავისუფლებაზე იდგა და მხარს ხელისუფლებას უჭერდა.

 

Aburjga Tasmanieli დააპატიმრეთ ეს მიშა მშვილდაძე და ერთი 20 წელი მიუსაჯეთ, შრომა გასწორების , მკაცრი რეჟიიმის კოლონია! მიზეზი, რა მიზეზით?! - ნახეთ როგორ გამოიყურება, ეს რომ არსებობს და ქართულად ლაპარაკობს ამაზე დიდი დანაშაული რაღა უნდა იყოს?!
3 წლის უკან
Serapina არიჩოპრა, კაი ახლა მაგისთვის კაცის დაჭერა არ გამიგია...

რა ქენი, სააკაშვილისკენ ხომ არ მიგიბრუნდა გული?
აგე,ხიდაშელმა და ბესელიამ, უკვე წინა ადგილები დაჯავშნეს... რა იცი,რა ხდება!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli გაუმარჯოსბ სერაფიმას! როგორ ხარ, გერმანიაში ხარ? გერმანელები მართლა ნახევარ ჭიქა კოფეს სვამენ დუღარე წყალის ეკონომიის მიზნით?
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli შენ წარმოიდგინე ამის ბინურ პირის ღრუს რომ გამოივლის ქართული სიტყვა ის რიგორი გაჭუჭყიანებული იქნება?! მაგაზე ამბობდნენ ალბათ ვერ გარეცხავს რიონიო?!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ეს არ არის დანაშაული?!
3 წლის უკან