არავის დაუძალებია სააკაშვილისთვის, რომ იშიმშილოს და საკვები არ მიიღოს, ეს არის მისი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თუ საჭიროება იქნება, პენიტენციური სამსახური მზად არის, მოხდეს სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა და შესაბამისი ზომების მიღება.
„ცხადია, ვინც შიმშილობს, იმას ეკისრება პასუხისმგებლობა. არავის დაუძალებია სააკაშვილისთვის, რომ იშიმშილოს და საკვები არ მიიღოს, ეს არის მისი პასუხისმგებლობა. თუ საჭიროება იქნება, პენიტენციური სამსახური მზად არის, რომ მოხდეს მისი კლინიკაში გადაყვანა და შესაბამისი ზომების მიღება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.