ნატო ჩხეიძე:  “სატირალში”, მგონია, რომ ყველაზე მეტად მიესადაგებოდა და ყველაზე მკვეთრად გამიხატავდა გუშინდელი ქართული ოცნების აქციის მნიშვნელობას

ნატო ჩხეიძე:  “სატირალში”, მგონია, რომ ყველაზე მეტად მიესადაგებოდა და ყველაზე მკვეთრად გამიხატავდა გუშინდელი ქართული ოცნების აქციის მნიშვნელობას

“ნაციონალური მოძრაობა – გაერთიოანებული ოპოზიციის” საარჩევნო ბლოკით პარლამენტში არჩეული დეპუტატი ნატო ჩხეიძე “ქართული ოცნების” ორგანიზებით, 27 ოქტომბერს გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“გუშინდელ აქციაზე წამავლელების გამოკითხვისას, სად მიდიხართო, ფრიად მრავალფეროვანი პასუხები იყო:

– არ ვიცი,

-უფრისმა გამომიშვა,

– უნდა დავათვალიერო თბილისი,

– საყიდლებზე,

– რა შენი საქმეა,

– თავზე გადაგალეწავ მაგ მიკროფონს,

– ილიას 174– წლისთავია და მთაწმინდაზე უნდა ავიდე,

– გოგებაშვილის დაბადების დღეა,

– ნაცები უნდა დავასრულო,

– მიშა უნდა ჩავალპო ციხეში,

– მშვიდობა მინდა,

– სად და…სატირალში,

და ეს ბოლო პასუხი, “სატირალში”, მგონია, რომ ყველაზე მეტად მიესადაგებოდა და ყველაზე მკვეთრად გამიხატავდა გუშინდელი ქართული ოცნების აქციის მნიშვნელობას საქართველოს უახლეს ისტორიაში”, – წერს ნატო ჩხეიძე.