ჩავი ერნანდესი „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელობას დათანხმდა და შესაძლოა, მოვალეობის შესრულებას ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ შეუდგეს - გვამცნობს Mundo Deportivo.
ახლა ორი საკითხია გადასაწყვეტი. ერთი, ყატარულ „ალ სადთან“ კონტრაქტის გაწყვეტა. მეორე - ახალი სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტება.
ჯერჯერობით „ბარსას“ მეორე გუნდის დამრიგებელი, სერხი ბარხუანი გაუძღვება.
შეგახსენებთ, რომ ჩავი „ბარსელონას“ ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა და 505 მატჩში 58 გოლი გაიტანა.