კონტრაქტის ნაადრვად გაწყვეტისთვის „ბარსელონა“ რონალდ კუმანს საკმაოდ სოლიდურ კომპენსაციას, 12 მილიონ ევროს გადაუხდის - გვამცნობს El Pais.
შეგახსენებთ, რომ 58 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი პრიმერას მე-11 ტურში, „რაიო ვალეკანოსთან“ წაგების შემდეგ (0:1) გაათავისუფლეს.
კუმანი „ბარსელონაში“ 2020 წლის ზაფხულიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით კატალონიელებმა ესპანეთის თასი მოიგეს, ჩემპიონატში კი მე-3 ადგილი დაიკავეს.