ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს თავისუფლების მოედანზე შეკრებილი „ქათული ოცნების“ მხარდამჭერების წინაშე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციაზე ილაპარაკა. მისი თქმით, რომ არა ეს უბედურება, ასობით ათასი გოგო და ბიჭი, რომელიც დღეს ლტოლვილია, სოხუმსა და ცხინვალში დაიბადებოდა.
„მე სახლში ერთ პატარა გოგოს ვზრდი, ქართველ გოგოს, რომელიც არის მეგრელი. მასავით პატარა გოგო-ბიჭი, საუბედუროდ, ასეულობით ათასია ქვეყანაში, დევნილი საკუთარი სოხუმიდან, საკუთარი ქალაქიდან. რომ არა ეს უბედურებები, ეს ბავშვები არა თბილისში, არამედ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში უნდა დაბადებულიყვნენ“, - აღნიშნა წულუკიანმა.