დორტმუნდის „ბორუსიას“ ნიჭიერი ინგლისელი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი „ლივერპულის“ ინტერესის სფეროში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Goal-ი ავრცელებს.
წყაროს თანახმად, 18 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა „წითლების“ მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპზე შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ტრანსფერის ალბათობა მცირეა, რისი მიზეზიც გერმანელთა მოთხოვნილი ფასია.
„დორტმუნდი“ ბელინგემის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს ითხოვს, რაც „ლივერპულში“ ეძვირათ. ინგლისელს გერმანულ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჯუდ ბელინგემმა „დორტმუნდში“ 14 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. კარიერის დასაწყისში ნიჭიერი ფეხბურთელი „ბირმინგემ სიტიში“ თამაშობდა.