ფერნანდო ლორენტე ესპანეთში დაბრუნდა

ფერნანდო ლორენტე ესპანეთში დაბრუნდა

ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი ფერნანდო ლორენტე სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „ეიბარში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ლორენტე „ეიბარს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. 36 წლის ფორვარდი ესპანეთში 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

ესპანელს „ბილბაოში“, „იუვენტუსში“, „სევილიაში“, „სუონსი სიტიში“, „ტოტენჰემში“, „ნაპოლისა“ და „უდინეზეში“ უთამაშია, ესპანეთის ნაკრებში კი 2008-2013 წლებში 24 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.