„ჩელსი“ კრისტენსენს ვერ მოელაპარაკა

„ჩელსი“ კრისტენსენს ვერ მოელაპარაკა

„ჩელსიმ“ და დანიელმა მცველმა, ანდრეას კრისტენსენმა, კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე ვერ მოილაპარაკეს - გვამცნობს Goal.

კრისტენსენს ლონდონში დარჩენა სურს, მაგრამ ჯერჯერობით კლუბის ხელმძღვანელობასთან საერთო ენა ვერ გამონახა. მის კონტრაქტს კი ვადა გაისად ზაფხულში ეწურება.

შეგახსენებთ, რომ დანიელი „ჩელსის“ აკადემიაში 15 წლის ასაკში მოხვდა. პირველ გუნდში კი 2014 წლიდან თამაშობს.