საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გურამ მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის რეჟიმის დაბრუნება ნიშნავს წარსულში დაბრუნებას და ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს.
„შესაძლებელია საზოგადოების ნაწილს გარკვეული პრეტენზიები ჰქონდეს „ქართული ოცნების“ მიმართ, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნება ვინმეს უნდა. ეს არის ქვეყნის წარსულში დაბრუნება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.