გია გაბრიჭიძე:  ქუთაისი იქნება პირველი ქალაქი, სადაც არჩეული იქნება შერიფი, აუუუ მაგარია ხატია-თქო და არ გჯერათ

გია გაბრიჭიძე:  ქუთაისი იქნება პირველი ქალაქი, სადაც არჩეული იქნება შერიფი, აუუუ მაგარია ხატია-თქო და არ გჯერათ

ექსპერტი გია გაბრიჭიძე  სოციალურ ქსელში ეხმიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ქუთაისის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის ინიციატივას, რომ ქუთაისი იქნება პირველი ქალაქი, სადაც არჩეული იქნება შერიფი. 

„ხატია დეკანოიძე: "ქუთაისი იქნება პირველი ქალაქი, სადაც არჩეული იქნება შერიფი."
აუუუ მაგარია!

ახლა საინტერესოა კანდიდატურა. სავარაუდოდ მეგი გოცირიძე.

აბა წარმოიდგინეთ - იღება "ბიკენტიას საქაბაბის" კარი და შემოდის მეგი დიდი ვარსკვლავით მკერდზე, დეზებიანი კაზაჩოკები, ირმის ტყავის ფოჩებიანი შლაქსები და ორი კოლტი ტყავის ქამარზე

გეუბნებით მაგარია ხატია-თქო და არ გჯერათ.“ -წერს გაბრიჭიძე Facebook- ზე