ნინო ლომჯარია, რომ განსაკუთრებით ღელავს მიხეილ სააკაშვილზე და ეს განსაკუთრებული სენტიმენტები და ემოციური ფონი არსებობს, გასაგებია, ეს არაერთგზის გამოვლენილა. პირდაპირ გეუბნებით, მიკერძოებულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, ომბუდსმენი განსაკუთრებით იცავს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობისა“ და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებებს.
„ეს არ შეიძლება იყოს იმ სახალხო დამცველის განცხადება, რომელიც ობიექტურად აფასებს ვითარებას. ნინო ლომჯარიას არაერთი განცხადება მაქვს მოსმენილი, სადაც პირდაპირ მხარედ გამოდიოდა. სახალხო დამცველი არის პირველი ბერკეტი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ნინო ლომჯარია კონკრეტულად ყველას უფლებებს კი არ იცავს, განსაკუთრებით ყურადღებას აქცევს და განსაკუთრებით აღელვებს „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის უფლებები“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მათიკაშვილის განცხადებით, სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში, მაღალი ხარისხის მოვლას იღებს.
მისი თქმით, ქვეყანა ვერ იცხოვრებს მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგით.
„ხელისუფლება, რაც წესით და კანონით არის განსაზღვრული, მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ პატიმარ სააკაშვილს არა ის მოვლა ჰქონდეს და პატრონობა, რომელიც მის მიერ შექმნილ ციხეში იყო, სადაც ხალხს აუპატიურებდნენ, აქ ძალიან მაღალი ხარისხის მოვლა და პატრონობაა.
მიხეილ სააკაშვილის სცენარით ვერ იცხოვრებს ქვეყანა და ვერ იმუშავებს სამართალდამცავი ორგანოები და ვერც პენიტენციური სისტემა ვერ იქნება ასე. მიხეილ სააკაშვილს გააჩნია თავისი დღის წესრიგი, სახელმწიფოს და ქვეყანას თავისი. თუ მას სურს შიმშილობა, იშიმშილოს. თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, ამას სახელმწიფოს მხრიდან მიეხედება იმ წესებით, რაც კანონდებლობით არის მოცემული. სცენარი, რომ სადღაც მუდმივი ჯანჯღარის და რეაქციის კერა შექმნას, არაფერი გამოუვა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.