მარსელო შესაძლოა ბრაზილიაში დაბრუნდეს

მარსელო შესაძლოა ბრაზილიაში დაბრუნდეს

მადრიდის „რეალის“ მცველი მარსელო შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს და კარიერა „ფლუმინენსეში“ გააგრძელოს.

El Nacional-ის ცნობით, ბრაზილიელ ფეხბურთელს „სამეფო კლუბის“ დატოვება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სურს. აღსანიშნავია, რომ მას ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, მაგრამ არ აპირებს ხელშეკრულების ამოწურვას დაელოდოს და ეცდება კლუბი იანვარში დატოვოს.

მარსელო კარლო ანჩელოტის გეგმებში არ შედის და იშვიათად თამაშობს. ამიტომაც, მოსალოდნელია, რომ მადრიდელები ფეხბურთელს წასვლაში ხელს არ შეუშლიან. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი „რეალის“ ღირსებას 2007 წლიდან იცავს და 530 მატჩში 38 გოლი გაიტანა, კარიერა კი სწორედ „ფლუმინენსეში“ დაიწყო და ბრაზილიურ კლუბში 30 შეხვედრაში თავი 6-ჯერ გამოიჩინა.