პიკასოს 11 ნამუშევარი რეკორდულ ფასად გაიყიდა

პიკასოს 11 ნამუშევარი რეკორდულ ფასად გაიყიდა

1973 წელს გარდაცვლილი ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს 11 ნამუშევარი აუქციონზე რეკორდულ ფასად, $110 მილიონად გაიყიდა, - ამის შესახებ BBC წერს.

ნამუშევრები კომპანია MGM Resorts-ს ეკუთვნოდა და ისინი Bellagio Hotel-ში, Picasso Restaurant-ის კედლებს ამშვენებდა.

კოლექცია მხატვრის შემოქმედების 50 წელზე მეტს მოიცავს. 11 დან 9 ნამუშევარი ნახატია, 2 კი - კერამიკა.

ნამუშევრებიდან ყველაზე ძვირად შეფასდა „ქალი ნარინჯისფერი ბერეტით“ (1938 წ.), რომელზეც აღბეჭდილია პიკასოს მუზა მარია-ტერეზა ვოლტერი. ნახატი $40.5 მილიონად გაიყიდა. თავდაპირველად, ვარაუდობდნენ, რომ მისი ღირებულება 20-დან 30 მილიონამდე განისაზღვრებოდა.

 

 

Katana ამ სურათებს კუთხეში პიკასოს ნაცვლად რომ ჩემი ხელმოწერა ჰქონდეთ, 1 დოლარსაც არავინ გადაიხდიდა მასში!.. ე.ი. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად ღირებულია სურათი, როგორც ხელოვნების ნაწარმოები. მნიშვნელოვანი მხოლოდ მისი ავტორის ცნობადობა...
მოკვდა ხელოვნება!
3 წლის უკან