78 წლის ბრიტანელი ქალის ცხედარი კრემატორიუმამდე „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟების სამოსში გადაცმულმა ხალხმა მიასვენა

78 წლის ბრიტანელი ქალის ცხედარი კრემატორიუმამდე „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟების სამოსში გადაცმულმა ხალხმა მიასვენა

78 წლის ბრენდა მორისმა საზოგადოების ყურადღება გადაცვალების შემდეგაც მიიპყრო. ვიდრე მის ცხედარს კრემატორიუმამდე მიასვენებდნენ, პროცესიას თან „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟები „ახლდნენ“, - ამის შესახებ BBC წერს.

ცერემონიას სითების მბრძანებელი, უმაღლესი სარდალი დართ ვეიდერი მიუძღვოდა.

ბრენდა მორისი საზოგადოებამ 2010 წელს, ბრიტანულ X Factor-ში მონაწილეობის შემდეგ გაიცნო. მან P!nk-ის So What შეასრულა.