“ის არის ნამდვილი კუტიურიე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით” – ასე ახასიათებდა გაბრიელ შანელი კრისტობალ ბალენსიაგას…
ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ ესპანელ შემოქმედს კრისტიან დიორი “დიზაინერების ოსტატს” ეძახდა, ხელმძღვანელს, რომლის საქმიანობასაც ყველა სხვა დიზაინერი მიყვებოდა…
სესილ ბიტონი მას “მოდის პიკასოს” უწოდებდა, დიანა ვრილენდი კი “ყველაზე დიდებულ დიზაინერად” მოიხსენიებდა, ვისაც კი ოდესმე მოდის სამყაროში უარსებია…
ქართველი დიზაინერი და მოდის სახლ “ბალენსიაგას” ამჟამინდელი კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ლეგენდარულ კუტიურიეს ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ დიზაინერად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ადამიანები მის სიცოცხლეში მისავე შექმნილ შედევრებს სათანადოდ ვერ აფასებდნენ.
“ვგრძნობ, რომ ჩემი, როგორც დიზაინერის გამოწვევა და პასუხისმგებლობა დღეს არის კითხვა, თუ რა არის სილამაზე. რატომ ვიცავთ 50 წლის წინანდელ წესებს? მე ლტოლვილი ვარ, ვერსალში არ გავიზარდე. ჩემთვის აუცილებელია ვეძებო სილამაზე ყველაფერში.”
“კრისტობალიც ასე მოიქცა, როდესაც ყველა აკეთებდა მორგებულ სილუეტებს, მან გააკეთა ის, რასაც “კარტოფილის ტომარას” უწოდებდნენ. ის მინიმალიზმის მამა იყო.”
“როდესაც 1960-იანი წლების ფრანგული ვოგი გადავშალე და წავიკითე, მას დასცინოდნენ, მის კაბებს “სიმახინჯეს” უწოდებნენ, ეს რომ დავინახე, უცებ უკეთ გავხდი და იმედი მომეცა. მივხვდი, რომ თუ გინდა გააკეთო რაღაც განსხვავებული, ისეთი, როგორსაც თუნდაც კრისტობალ ბალენსიაგა აკეთებდა, უნდა იტანჯო, რადგან ადამიანები ხშირად მაშინათვე ვერ ხვდებიან რას აკეთებ.”
ნაწყვეტი André Leon Talley-ის ინტერვიუდან დემნა გვასალიასთან