ანტუან გრიზმანის მამამ, ალენმა, ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯების მუშაობა შეაფასა.
ანტუანი „ატლეტიკო“ - „ლივერპულის“ მატჩში გააძევეს. მიზეზი მაღლა აწეული ფეხით ფირმინოს წინააღმდეგ უხეში თამაში იყო. ამასთან, პარალელურ შეხვედრაში, მსგავსი ქმედების გამო „მილანის“ შემტევს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენეს.
„ყვითელი ზლატანს და წითელი გრიზმანს. მსაჯები - მასხარების გროვა.“ - დაწერა მუსიე ალენმა ინსტაგრამში, თანაც იბრაჰიმოვიჩის მომენტის ფოტოც დაურთო.
თუმცა რამდენიმე წუთში წაშალა პოსტი.