„ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი შეეყარა

„ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი შეეყარა

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს, კორონავირუსი შეეყარა - გვანცნობს კლუბის პრესსამსახური.

34 წლის სპეციალისტის კოვიდტესტმა დადებითი შედეგი უჩვენა და ის ლისაბონიდან მიუნხენში სხვა თვითმფრინავით დაბრუნდება ექიმებთან ერთად და თვითიზოლაციაში გადავა.

ოთხშაბათს „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში „ბენფიკას“ სტუმრად 0:4 მოუგო. თუმცა გაუარესებული ჯანმრთელობის გამო, ნაგელსმანი შეხვედრას ვერ დაესწრო. მის მაგიერ „რეკორდმაისტერს“ დინო ტოპმიოლერი თავკაცობდა.

ცნობისათვის, 40 წლის დინო, საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებლის, კლაუს ტოპმიოლერის ვაჟია. ის ნაგელსმანის თანაშემწედ „ლაიპციგშიც“ მუშაობდა და „ბაიერნშიც“ გაჰყვა.