ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სანდრო მამუკელაშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა.
მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმა“ შინ „ბრუკლინ ნეტსი“ ანგარიშით 127:104 დაამარცხა. 22 წლის ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 7 წუთი გაატარა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.
მომდევნო მატჩს „მილუოკი“ სტუმრად, „მაიამის“ წინააღმდეგ 22 ოქტომბერს გამართავს.