ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი „ინდიან უელსის“ ტურნირის ნახევარფინალშია. მეოთხედფინალში მან მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში - 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.
ბასილაშვილმა „ინდიან უელსზე“ ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო. ნახევარფინალამდე გზაზე საქართველოს პირველმა ჩოგანმა ასპარეზობას ამერიკელი კრისტოფერ იუბენქსი ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი და რუსი კარენ ხაჩანოვი გამოთიშა.
ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი ტეილორ ფრიცი იქნება.