„ინდიანა პეისერსის“ ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე „კლივლენდ კავალიერსთან“ მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. „ინდიანა“ კი „კლივლენდთან“ პრესეზონის მატჩში 94:110 დამარცხდა.
ბითაძემ პარკეტზე 23 წუთი გაატარა და 18 ქულას 6 მოხსნა მიათვალა.
პრესეზონის მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმაც“, რომელიც „დალას მავერიქსთან“ ანგარიშით 103:114 დამარცხდა.
მამუკელაშვილმა 15 წუთში 4 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა.