„პარი სენ ჟერმენის“ დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ინფორმაციას Foot Mercato ავრცელებს.
წყაროს თანახმად, 21 წლის თავდამსხმელი პარიზელებისთვის პრიორიტეტული ვარიანტია კილიან მბაპეს წასვლის შემთხვევაში. როგორც ცნობილი გახდა, ფრანგულმა გუნდმა ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლასთან მოლაპარაკებები დაიწყო.
პსჟ მზადაა ერლინგს კლუბში ყველაზე მაღალი ხელფასი შესთავაზოს, 38-დან 42 მილიონ ევრომდე ბონუსების გამოკლებით.
ჰოლანდს „დორტმუნდთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული და დებულების თანახმად, ნორვეგიელს შეუძლია გუნდი 2022 წლის ივნისში 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვოს. მიმდინარე სეზონში 21 წლის შემტევს ყველა ტურნირზე 8 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი.