საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი თორნიკე შენგელია ტრავმირებულია.
„ზენიტთან“ მატჩის შემდეგ თორნიკემ მხარზე ტკივილი იგრძნო, რის გამოც კლინიკაში აუცილებელი გამოკვლევა ჩაუტარდა და მომდევნო მატჩებში მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს.
ჯერჯერობით უცნობია ზუსტი პერიოდი, რომლის გამოტოვება ქართველ კალათბურთელს მოუწევს.
შენგელია შესანიშნავ ფორმაში იყო და ევროლიგის ბოლო ორი ტურის საუკეთესო მოთამაშეც გახდა, ბოლო ტურის მატჩში კი 33 ქულა ჩააგდო, რაც მისი კარიერისთვის ევროლიგაში სარეკორდო შედეგია.