დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP 1000 Masters Indian Wells-ის მეოთხედფინალურ შეხვედრას ჩაატარებს. მისი მეტოქე მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასია, - ინფორმაციას ჩოგბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ბასილაშვილი და ციციპასი ამ დრომდე ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ და ორივე მატჩი ბერძენის გამარჯვებით დასრულდა. 2019 წელს ATP 500 Beijing China ზე სტეფანოს ციციპასმა 2-1 დაამარცხა, ხოლო ავსტრალიის ღია პირველობაზე სპორტსმენებმა 4 სეტი ითამაშეს, საიდანაც პირველი სეტი ბერძენის, მეორე ქართველის და მესამე-მეოთხე სეტები ბერძენის გამარჯვებით დასრულდა.
დღევანდელი მონაცემებით, ნიკოლოზ ბასილაშვილი, 1 646 ქულით, 30-ე პოზიციაზეა. მოგების შემთხვევაში, 1 826 ქულას დააგროვებს და თავის წინ მდგომ კარენ ხაჩანოვს გადაასწრებს. მეოთხედფინალური მატჩი 22:00 საათზე გაიმართება.