გიორგი მამარდაშვილის ფასი 2.2 მილიონი ევროთი გაიზარდა

გიორგი მამარდაშვილის ფასი 2.2 მილიონი ევროთი გაიზარდა

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიას“ მეკარის გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა. Transfermarkt-მა ესპანეთში ფეხბურთელების ფასები განაახლა და მათ შორის, 21 წლის ქართველი მეკარისაც.

მამარდაშვილი აქამდე მხოლოდ 800 ათას ევროდ ფასობდა, ახლა კი მისი ფასი 3 მილიონი ევროა. შედეგად, გამოდის, რომ გიორგის ღირებულება 2.2 მილიონი ევროთი გაიზარდა. ქართველ ფეხბურთელებში მასზე ძვირი მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია (18 მილიონი) და საბა ლობჟანიძე (3.4 მილიონი) ღირს, ხოლო ასევე 3 მილიონად ფასობს დავით ხოჭოლავა. „ვალენსიაში“ გიორგი ღირებულებით მე-19-ეა.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა, პირველ ტურში ლა ლიგის საუკეთესო მეკარედ აღიარეს და ამავე ტურში მისი სეივი საუკეთესოდ დაასახელეს. გიორგიმ სეზონისწინა მოსამზადებელ მატჩებშიც ითამაშა და თავის გამოჩენაც მაშინაც მოახერხა. მამარდაშვილის სეივი გულშემატკივართა გამოკითხვით "ვალენსიაში" სექტემბერში საუკეთესოდ დასახელდა.