„ინდიან უელსის“ მასტერსის ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსი კარენ ხაჩანოვი ორ სეტში, 6:4, 7:6 დაამარცხა.
ბასილაშვილმა „ინდიან უელსზე“ ასპარეზობა პირდაპირ მეორე წრიდან დაიწყო. მისი პირველი მეტოქე, საკვალიფიკაციო წრიდან გასული ამერიკელი კრისტოფერ იუბენქსი ნიკამ ორ სეტში დაამარცხა, მესამე წრეში კი ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასის წინააღმდეგობა დაძლია.
მეოთხედფინალში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება.