ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელი უფლებას იტოვებს, ირანის წინააღმდეგ იმოქმედოს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელი უფლებას იტოვებს, ირანის წინააღმდეგ იმოქმედოს

ისრაელი უფლებას იტოვებს, ირანის წინააღმდეგ იმოქმედოს, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა.

ამერიკელ და არაბთა გაერთიანებული საამიროების კოლეგებთან ერთად ვაშინგტონში გამართული პრესკონფერენციის დროს იაირ ლაპიდმა აღნიშნა, რომ ცივილიზებულმა სამყარომ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების უფლება არ მიეცემა.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და მე ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანების შვილები ვართ. ჩვენ ვიცით, რომ არის მომენტები, როდესაც ერებმა ძალა უნდა გამოიყენონ, რათა მსოფლიო ბოროტებისგან დაიცვან“, - აღნიშნა იაირ ლაპიდმა.

იაირ ლაპიდის თქმით, ისრაელი უფლებას იტოვებს, ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერი ფორმით ირანის წინააღმდეგ იმოქმედოს.

„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი უფლება. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაცაა“, - აღნიშნა მან.