Spice Girl-ის ყოფილი წევრი, ტანსაცმლის საკუთარი ბრენდის Victoria Beckham-ის და კოსმეტიკური ხაზის VBB-is დამფუძნებელი, 47 წლის ამერიკელი ბიზნესვუმენი საზოგადოების კრიტიკის ობიექტია.
ყოფილი მომღერალი რამდენიმე დღის წინ Good Morning America-ს შეცვლილი იმიჯით ეწვია.
სოციალურ ქსელში ბიზნესვუმენის ახალმა იმიჯმა საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია, დიზაინერის გამომწერები აღნიშნავენ, რომ პლასტიკურმა ჩარევებმა მისი ბუნებრივი სილამაზე სრულიად “გააქრო”.
ვიქტორია ბექჰემი ჯერჯერობით პლასტიკური ჩარევების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.