თუ საშობაოდ სახლში მარტო დარჩენილი კევინის ისტორიები მოგენატრათ, დისნეის თქვენთვის მშვენიერი ამბავი აქვს: მალე ახალ ფილმს, სახელად Home Sweet Home Alone-ს ვიხილავთ, რომელიც მარტო სახლში დარჩენილი ბავშვის თავგადასავლის ახალ ვერსიას მოგვიყვება.ფილმის მთავარი გმირი, 10 წლის მაქსი ტოკიოში მიმავალ ოჯახს შემთხვევით სახლში დარჩება. თავდაპირველად, თავისუფლებით გახარებული მაქსი დროს გართობაში ატარებს, თუმცა როდესაც სახლის გასაძარცვად ორი ქურდი იპარება, მაქსი გეგმაზე მუშაობას იწყებს!
როგორც ხედავთ, Home Sweet Home Alone კლასიკად ქცეული Home Alone-ის სიუჟეტის მსგავსია, თუმცა ახალ ფილმში განსხვავებულ პერსონაჟებსა და ფათერაკებს ვიხილავთ. ფილმში მაქსის როლს არჩი იეიტსი ასრულებს, რომელიც შესაძლოა ტაიკა ვაიტიტის Jojo Rabbit-დან გახსოვდეთ. დაქორწინებული მძარცველების როლს კი ელი კემპერი და რობ დელეინი მოირგებენ.
Home Sweet Home Alone-ის პრემიერა Disney+-ზე 12 ნოემბერსაა დაგეგმილი.
1990 წელს გადაღებულ Home Alone-ში მთავარ როლს მსახიობი მაკოლეი კალკინი ასრულებს, რომლის გმირიც მთელ მსოფლიოში შეიყვარეს — შობას სახლში მარტო დარჩენილი მოზარდის თავგადასავალი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფილმად ითვლება.