ვეინალდუმი:

ვეინალდუმი: "პსჟ-ში სიტუაცია ისე არ ვითარდება, როგორც მინდა"

„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა განაცხადა, რომ ფრანგულ კლუბში სიტუაცია ისე არ მიდის, როგორც ამას თავდაპირველად ელოდა და სურს. თუმცა, მზადაა იბრძოლოს და მდგომარეობა გამოასწოროს.

„სიტუაცია ისე არ ვითარდება, როგორც მე მინდა. ბოლო წლებში ბევრს ვთამაშობდი და ყოველთვის კარგ ფორმაში ვიყავი, კარგად ვთამაშობდი. აქ რაღაც შეიცვალა, ამას უნდა შევეგუო. ძალიან მინდოდა ჩემს კარიერაში ახალი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა, ძალიან ძნელია.

ეს ფეხბურთია, მებრძოლი ვარ, უნდა შევინარჩუნო პოზიტიური დამოკიდებულება და სიტუაციის გამოსასწორებლად ვიმუშაო“, - თქვა ვეინალდუმმა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი ნახევარმცველი პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 11 მატჩში გოლი არ გაუტანია.