„ჩელსის“ აზარის დაბრუნება სურს

„ჩელსის“ აზარის დაბრუნება სურს

„რეალის“ შემტევი, ედენ აზარი, შესაძლოა, „ჩელსიში“ დაბრუნდეს - წერს El Nacional.

წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია ბელგიელის თავის რიგებში კვლავ ხილვით და მათ უკვე დაუწყიათ „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან მოლაპარაკებები, შესაძლო ტრანსფერის თაობაზე.

აზარი „ჩელსიდან“ „რეალში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა 115 მილიონ ევროდ. მანამდე შვიდი წლის განმავლობაში „არისტოკრატების“ ღირსებას იცავდა.