„ზუსტად ვიცი, რა შავი ფურცელია ჩვენ ისტორიაში ის, რომ ზვიად გამსახურდიას ვერ გაუფრთხილდით მთელი საქართველო. ასევე ზუსტად ვიცი, რომ ეს აღარასდროს განმეორდება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. არახალია, რომ მსჯავრდებული/ბრალდებული ექს-პრეზიდენტი წლებია ცდილობს საკუთარი „მე“ საქართველოს პირველ პრეზიდენტთან გააიგივოს. ამ ნაწილში მას მხარს მისი გუნდიც უბამს.
მაგალითად, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, რომელმაც სააკაშვილის ადვოკატის ფუნქციაც შეითავსა, ამტკიცებს, რომ სააკაშვილი ამ დღეებში შედგა და მაქსიმალური პარალელი შეუძლია გაავლოს ზვიად გამსახურდიასთან. ნიკა გვარამიას აზრით,ზვიად გამსახურდია არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიული ფიგურა, რომელმაც დამოუკიდებლობა დაუბრუნა საქართველოს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ახალი საქართველოს მაცოცხლებელია. როგორც გვარამია ამბობს, დღეს დიდი პარალელიზმია ამ ორ ფიგურას შორის, თავგანწირვის, თავდადების და პატრიოტიზმის კუთხით.
გვარამიასა და „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით ამ პარალელებს ვერ ხედავენ ანალიტიკოსები, რომელთა შეფასებით, არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილს რამე საერთო აქვთ. პოლიტოლოგი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ გამსახურდია იყო უკომპრომისო, რომელიც ყოველთვის ფართო მასებზე აკეთებდა გათვლას და არა ვიწრო პოლიტიკურ წრეებზე, რაც არ ახასიათებს მიხეილ სააკაშვილს.
„უტიფრობაა! სად ზვიად გამსახურდია და სად ბილწი სააკაშვილი?! - დიამეტრალურად საწინააღმდეგოა. როგორ შეიძლება ეს ადამიანი რამენაირად შეადარო ზვიადს, ეს ყოველგვარ ზღვარს გადასული მკრეხელობაა. დაგმობაა იმ იდეების, რასაც ზვიად გამსახურდია ემსახურებოდა და რასაც შეეწირა კიდეც. აგერ გიული ალასანია ამბობს, რომ მიშა სამართლიანობის აღდგენისთვის შიმშილობსო, ეს არის შეურაცხყოფა იმ შიმშილობების აქციების, როცა ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა შიმშილობდნენ!
50 დღეზე მეტი გაძლო მერაბ კოსტავამ, მშრალ შიმშილობაზე იყო, ბოლოს კბილებს უმტვრევდნენ და ისე აჭმევდნენ. მთელი მსოფლიო გააოგნა მერაბ კოსტავამ. ახლა ალასანია გვეუბნება, რომ შიმშილობს სამართლიანობის აღდგენისთვის, ეს არის სამართლიანობის შეურაცხყოფა! შეურაცხმყოფელია, როდესაც ბედავენ და სააკაშვილს ადარებენ ზვიად გამსახურდიას, წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა იმ იდეების, რასაც შეეწირა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.
ანალიტიკოსის სოსო მანჯავიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მოქმედებებში თანმიმდევრობის და ზნეობრივი მდგენელის ძიება უმადური საქმეა. მათ არ აინტერესებთ თანმიმდევრულობა და ლოგიკურობა. როგორც მანჯავიძე ამბობს, სააკაშვილის ფსიქიკისთვის დამახასიათებელი ნიშანია - ამბობს იმას, რაც იმ მომენტში არის საჭირო, რადგან გათვლა აქვს იმაზე, რომ ადამიანებს მოკლე მეხსიერება აქვთ.
„ასეც არის, მის მომხრეებს მოკლე მეხსიერება აქვთ. მეგის ქარდავაზე გვითხა, რომ საერთოდ არ ვიცნობდიო, მერე გერგაიაზეც იტყვის, არ ვიცნობდიო. მის საუბარში სიმართლის ძიება არის უაზრობა. სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია სიმართლის თქმა. ხან ზვიად გამსახურდიას მომხრეა, ხან უკრაინის მოქალაქეა და საქართველო არ აინტერესებს, ხან საქართველოსთვის თავგანწირული რაინდია, ხან დავით აღმაშენებელია, ხან ვინ არის და ხან ვინ. სამწუხაროა, მაგრამ აი, ამ სუბიექტს ჰყავს მომხრეები, რომლებიც აჯანჯღარებენ ამ ქვეყანას.
რაც შეეხება პირველ პრეზიდენტთან პარალელების გავლებას, რასაც წლებია ეს ადამიანი აკეთებს - კომედიაა! ეს კაცი ჩამოვიდა და გამოაცხადა შიმშილობა, მერე გადავიდა თაფლის დიეტაზე, ამის მერე თაფლის და წვენების დიეტაზე, აი, ეს კაცი თავს აიგივებს ზვიად გამსახურდიასთან, წარმოგიდგენიათ რაზე ვსაუბრობთ! ეს არის მაიმუნობა! რა გამსახურდია, როგორ შეიძლება მათი შედარება, ეს არის წარმოუდგენელი სიგეჟე!
გამასახურდია და კოსტავა მართლა შიმშილობდნენ. წარმოგიდგენიათ, რომ მათ თაფლის და წვენების შიმშილობა გამოეცხადებინათ?! ეს ხომ აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ამიტომ, არასერიოზულია ამაზე საუბარი. ტაკიმასხარაობად გადააქციეს პოლიტიკაც, წარსულიც და აწმყოც. მაგრამ რა გინდათ, კი არ მცირდებიან, მრავლდებიან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ზვიად გამსახურდიასთან შედარება არის უდიდესი დანაშაული. როგორც გამსახურდია ამბობს, სააკაშვილი არის აბსოლუტურად კარიკატურული პერსონაჟი.
„ეს კარიკატურული პერსონაჟი ერის მამას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას შეადარო, დანაშაულია. წარსულში გვახსოვს, რომ ჟორიკა რურუასაც ადარებდნენ მერაბ კოსტავას. ვკითხულობდი, „ნაცსექტის“ კედელზე როგორ დაათრევდნენ კედლიდან კედელზე ამ სურათს. ეს არის ზუსტად დეგრადაცია“, - აცხადებს გიორგი გამსახურდია. (გიორგი გამსახურდიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს for.ge ხვალ შემოგთავაზებთ)
სააკაშვილი ცდილობს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაკვალულ გზაზე იაროს, ამავე დროს უარს არ ამბობს ისეთ ოდიოზურ ფიგურებზე, როგორიც მაგალითად არის თემურ გერგაია, რომელიც 90-იან წლებში ნადირობდა სწორედ გამსახურდიას და მის მხარდამჭერებზე. გერგაია, რომელიც თავისი სისატიკით არაფრით ჩამოუვარდება მეგის ქარდავას და ძმებ ახალაიებს, პოლიტიკურ ველზე ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ შემოიყვანა და მისი საარჩევნო შტაბის უფროსი იყო, ახლა სამეგრელოს ოპოზიცურ ფრთას კურირებს.
თემურ გერგაია ჯაბა იოსელიანის გარემოცვის წევრია, ის 1992 წელს სამეგრელოში 40-კაციან დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, რომლის სახელთანაც არაერთი კრიმინალური ისტორია ასოცირდება. მხედრიონელი გერგაია 1993-1997 წლებში ხობის გამგებელიც იყო. მიუხედავად კრიმინალური წარსულისა, 2006 წელს გერგაია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხობის მერად დანიშნა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებსაც სისხლთან ურთიერთობა არ უჭირთ, ქილერის ფუნქციაზე უარს არ იტყვიან. ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სხვებს ავიწროებდნენ, კლავდნენ და იგივე ჯაბა იოსელიას ჯგუფის დაკვეთით მოქმედებდნენ, ახლა თუ „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით იმოქმედებენ, ამით მათთვის არაფერი არ იცვლება.
„როგორც ჩანს, აგრესიული გეგმების შემსრულებლებს ეძებენ და პოულობენ, რაც მოსალოდნელიც იყო „ნაცმოძრაობის“ მხრიდან. რაც შეეხება სამეგრელოს ფაქტორს, გერგაიას ბიოგრაფიის მქონე ადამიანის გამოჩენა პირდაპირ ემსახურება ამომრჩევლის დაშინებას და ზეწოლას. ამიტომ გასაკვირი არ არის გარგაიას გამოყვანა. როდესაც სააკაშვილმა „ნაცმოძარობის“ შექმნა დაიწყო, აქცენტი ევროპულობაზე და მშვიდობიანობაზე ჰქონდა, მაგრამ პარლამენტში ვარდებით შევარდა და ამავე დროს თავის რიგებში ჰყავდა ადამიანები, მათ შორის მხედრიონის წევრები, ზოგიერთი მერე მინისტრებადაც დაინიშნა.
რატომ ჰქონდა ორიენტაცია ამ ადამიანებზე? იმიტომ, რომ ძალის გამოყენება შეუძლიათ, არ ერიდებათ. ამას თავისი პროფესიონალიზმი და ძალადობის პიროვნული თვისებები სჭირდება. ამიტომ, როგორც ადრე არ იყო გასაკვირი „ნაცმოძარაობაში“ მხედრიონის წევრების გამოჩენა, არც ახლა არის გასაკვირი. სწორედ იმიტომ, რომ მაშინაც და ახლაც ძალადობის მქონე უნარის ადამიანები სჭირდება „ნაცმოძარაობას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ისეთ საქმეს რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აკეთებენ განსაკუთრებული უტიფრობა და ნაძირლობა სჭირდება.
„იმას, რასაც ნაცები აკეთებენ, გერგაიას და ასეთი ნაძირლების მეტი სხვა ვინ იკისრებს?! ნორმალური ადამიანი ამას არ იზამს. ნაძირლები სჭირდება ამას და დიახ, ნაძირლების შეკრება იქნება 14 ოქტომბერს, მცხეთობას. ამას ვინ ჩაიდენს, თუ არა გერგაიასნაირი ნაძირალა. ეს ხომ უტიფრობაა, მცხეთობა დღეს ნაძირალა სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართო. ეს არის ადამიანი, რომელმაც შეურაცხყო ქართული სახელმწიფოებრიობა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.
არადა რამდენი ზვიადისტია მიშას ბუდეში მოსკუპებული...(ყველა არა)
მაგათ^ ყველას ედიკას სიძულვილი აერთიანებთ, ედიკასი რომელიც მიშამ ჩამოაგდო....
ანუ მიშა მათთვის არის ზვიადის სიკვდილზე შურის მაძიებელი და ...... ასევე მათი იდეალების დამსხვრევაზე ,......
გული მოფხანა მიშამ ზვიადისტებს ედიკას გადაგდებით. ანუ ზვიადის სიყვარული ავტომატურად გადმოვიდა მიშაზე.........
აი ეს არის მიშასადმი მაგათი სიყვარულის მთელი ანატომია
არადა ზვიადის და მიშას შედარება ან კი როგორ შეიძლება?????
სად ერეკლეო...................და სად ჩემი ყურებიანი ქუდიო...ზუსტად ისეა......ზვიადიმ ეროვნული საქმის გულისთვის მართლა თავი გასწირა, ამან კიდევ თუ რამე ეროვნული გვქონდა მიწასთან გააასწორა ....ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ შარაძე რატოღა მოკლა??....
იმიტომ რომ ზვიადის საქმის ბოლო გამოძახილი იყო, ხოო?,........ ერტი კაციც კი ვერ აიტანა ეროვნული......
ზვიადი ყველაფერი ეროვნულის სინონიმია, ეს კიდე........რა ჩამოთვლის....ამას ქართველისა არაფერი სცხია
ან კიდევ საერთოდ ვის მოსდის თავში ამათი შედარება?? ----- იმას თავი არცა ჰქონია