ქუთაისის „ტორპედომ“ ლევან მჭედლიძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ამიერიდან იმერულ გუნდში ითამაშებს, რადგან მხარეებს შორის კონტრაქტი გაფორმებულია.
მჭედლიძე ბოლოს „დინამო ბათუმის“ ღირსებას იცავდა, ხოლო მანამდე „დინამო თბილისის“ წევრი იყო.
ლევანს კარიერის დიდი ნაწილი იტალიურ „ემპოლიში“ 2010-2019 წლებში აქვს გატარებული, მანამდე კი სიცილიური „პალერმოს“ რიგებშიც თამაშობდა.