მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა რონალდ კუმანის შესახებ ისაუბრა. როგორც ურუგვაელმა ფეხბურთელმა თქვა, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ის „ბარსელონადან“ 40 წამში მოიშორა.
„სატელეფონო ზარი, რომლითაც მითხრა, რომ მის გეგმებში არ შევდიოდი, მხოლოდ 40 წამი გაგრძელდა. ეს არ არის კლუბის ლეგენდისგან თავის დაღწევის სწორი საშუალება. მან ვერ შეძლო, რომ ჩემთვის ყველაფერი აეხსნა, არც ის თქვა, მას არ ვუნდოდი, თუ კლუბს. ჯერ მითხრა, რომ მის გეგმებში არ შევდიოდი, შემდეგ კი მითხრა, რომ თუ კონტრაქტს არ გავწყვეტდი, „ვილიარეალთან“ ვითამაშებდი. ეს იყო ძალიან რთული დღეები მას შემდეგ, რაც მე კლუბისთვის გავაკეთე“, - თქვა სუარესმა.
შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესმა „ბარსელონაში“ 2014-2020 წლებში 283 მატჩში 198 გოლი გაიტანა, გარდა ამისა, 13 ტიტული მოიგო. გასულ სეზონში მან „ატლეტიკოს“ მაისურით 48 თამაშში თავი 26-ჯერ გამოიჩინა.