ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა, რომ ლიონელ მესი ჯერ კიდევ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ვირჯილმა ასევე აღნიშნა, რომ არგენტინელი ყველაზე რთული მეტოქეა, ვის წინააღმდეგაც კი უთამაშია.
ვან დეიკმა "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ნახევარფინალში ითამაშა. მაშინ "ლივერპულმა" სტუმრად 0:3 წააგო, თუმცა საპასუხო შეხვედრაში მეტოქე 4:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
"ყველაზე რთული ფეხბურთელი ვის წინააღმდეგაც მითამაშია, ლიონელ მესია. არგენტინელი ჯერ კიდევ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. მან და კრიშტიანუ რონალდუმ წარმოუდგენელ შედეგს მიაღწიეს ბოლო ათწლეულში. მესი იყო რთული მოწინააღმდეგე ბარსელონაში როდესაც 0:3 წავაგეთ, თუმცა საბედნიეროდ "ენფილდზე" ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა." - ციტირებს liverpoolecho ნიდერლანდელის სიტყვებს.