საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, გასული ევრო 2020-ზე თავისი გუნდის გამოსვლის შესახებ ისაუბრა, რომლის დროსაც ის საფეხბურთო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა.
„არასოდეს ამიღია ერთი ევროც კი ეროვნულ გუნდში თამაშისას და ყოველთვის ფულის გარეშე ვითამაშებ. მაგრამ არასოდეს მსურდა პრობლემების შექმნა. ერთ დღეს ვიგრძენი, რომ ნაკრებისთვის პრობლემატური ვხდები. ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ ჩემი გულისთვის წააგეს.
თუ უჩემოდ ბედნიერები იქნებიან, ახლავე წავალ. ვესაუბრე ქვეყნის ფეხბურთოს ფედერაციის პრეზიდენტს, ნოელ ლე გრეს, განვიხილეთ ყველაფერი. ვუთხარი, რომ არ მომწონს, როცა მაიმუნს მეძახიან შვეიცარიასთან გაცუდებული პენალტის გამო. ამასთან, ვაღიარებ, რომ დამნაშავე ვიყავი იმ ეპიზოდში.“ - ციტირებს 22 წლის ფორვარდის სიტყვებს L'Equipe.