„იუვენტუსის“ შემტევი ნახევარმცველი, პაულო დიბალა, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ინფორმაციით, 27 წლის არგენტინელთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და სულ მალე მას ხელშეკრულებას 2025 წლამდე გაუგრძელბენ.
დიბალა ტურინულ კლუბში 2015 წლიდან თამაშობს.